ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.
ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.
ნეოკლასიციზმი არქიტექტურაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისს ემთხვევა. იგი იყენებს ბერძნულ-რომაულ ელემენტებს (კოლონები, ფრონტონი, ჰარმონიული პროპორციები) და პოლიტიკის სამსახურში დგება.
ნეოკლასიკური არქიტექტურა რამდენიმე მიმართულებად იყოფა:
Creek Revival (ნეო-ბერძნული სტილი) გამოყენებულია ნაკლები სიმაღლის მქონე შენობებზე და ნიმუშად იყენებს ბერძნულ ტაძარს.
ფრანგული რევოლუციის სტილი.
იმპერიული სტილი, რომელიც მოდაში შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში: რომანული მემკვიდრეობისა და ანტიკური ეგვიპტის ელემენტების შერწყმა. ეს არის ნეოკლასიციზმის გვიანი ფაზა, რომელსაც ინგლისურ არქიტექტურაში ეწოდა Stule Regency, ხოლო გერმანულში - Biedermeier.
ლიტერატურაში ნეოკლასიციზმი განვითარდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ულტრარომანტიკული მიმდინარეობების საპირისპიროდ. მას ახასიათება მორალის ქადაგება, ემოციების სეკავება, რელიგიისადმი დაბრუნება და რეაქციონერული პოლიტილური იდეოლოგია. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები ლიტერატურაში არიან: ტ. ს. ელიოტი და ლევისი.